03 მაისი 2024,   17:43
ვრცლად
მართლმადიდებლებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა  

საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და ყველა მოქალაქეს ბედნიერება უსურვა.

„ქრისტე აღდგა! მინდა ყველას, სრულიად საქართველოს, ყველას, თითო ოჯახში მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული, სიხარულის, ბედნიერების და მინდა, რომ ყველა ოჯახში იყოს სიხარული,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები