03 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები ესპანეთში-ქვეყანა ახალ პარლამენტს ირჩევს

ესპანეთი ახალ პარლამენტს ირჩევს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსახლეობამ კონგრესის 350 წევრი და 208 სენატორი უნდა აირჩიონ. საარჩევნო სიებში 37 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 2 მილიონი მოქალაქე საზღვარგარეთ ცხოვრობს. კონგრესში და სენატში მოსახვედრად 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და კოალიცია იბრძვის. გამოკითხვების თანახმად, მანდატების დიდი ნაწილს სოციალისტები მოიპოვებენ, რომელსაც მოქმედი პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს. რეიტინგების მიხედვით, მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად სახალხო პარტია სახელდება. კონსერვატორები ესპანელებს გადასახადების შემცირებას და პენსიების გაზრდას ჰპირდებიან. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე იმართება. წესრიგის დასაცავად ქუჩებში 92 ათასი ძალოვანია მობილიზებული. 

დღის ამბები