03 მაისი 2024,   17:36
ვრცლად
მშვიდობისა და ომის თემა პოდიუმზე-სან პაულო მოდის კვირეულს მასპინძლობს

სან პაულო მოდის კვირეულს მასპინძლობს. უახლოესი 3 დღის განმავლობაში ბრაზილიელი დიზაინერები საკუთარ ნამუშევრებს მოდის კრიტიკოსებს წარუდგენენ. ერთ-ერთი პირველი ჩვენება რონალდო ფრაგამ გამართა. ბრაზილიელმა დიზაინერმა პოდიუმზე ომისა და მვშიდობის თემაზე შექმნილი ორიგინალური კოლექცია წარადგინა. რონალდო ფრაგა ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო ბრაზილიელი მხატვრის შედევრი "ომი და მშვიდობა" გახდა. დიზაინერმა კანდიდო პორტინარის ნახატები ქსოვილზეც გადაიტანა, ხოლო ჩაფხუტები მისივე კოლეგას მარკოს სოსტას დაუკვეთა. რონალდო ფრაგას კოლექციამ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღის ამბები