03 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
უწმინდესის ეპისტოლე იყო გაჯერებული სწორედ იმ მესიჯებით, რაც სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას - დავით ბაქრაძე 

"უწმინდესის ეპისტოლე, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, იყო გაჯერებული სწორედ იმ მესიჯებით, რაც სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას“ - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ილია მეორემ მის სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა თემებზე, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება.

„დღეს არის სიყვარულის და იმედის დღესასწაული და ამიტომ, ბუნებრივია, რომ უწმიდესის ეპისტოლეში პირველ რიგში საუბარი იყოს სწორედ სიყვარულზე. ადამიანებს შორის ურთიერთობაზე, მიტევების და პატიების ძალიან დიდ ნიჭზე, სამშობლოს სიყვარულზე, თაობათა შორის ურთიერთობაზე. უწმინდესის ეპისტოლე, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, იყო გაჯერებული სწორედ იმ მესიჯებით, რაც სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას“ - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები