03 მაისი 2024,   16:27
ვრცლად
აღდგომა კონფლიქტის ზონაში - გატაცების შიშით მოქალაქეები საფლავებზე ერთად დადიან

აღდგომა კონფლიქტის ზონაში - ეს დღესასწაული განსაკუთრებით მტკივნეულია შიდა ქართლში მცხოვრები ათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც ბოლო 10 წელია წინაპრების სასაფლაოებზე საკუთარი რისკის ფასად გადიან. სოფელ კირბალში ე.წ. საზღვარი ოკუპანტებმა პირდაპირ სოფლის სასაფლაოზე გაავლეს. რამდენიმე საფლავი მავთულხლართების მიღმაც კი მოხვდა,  შესაბამისად, საფლავზე გასვლაც, თუნდაც აღდგომის დღეებში, აქაურებისთვის ხიფათის შემცველია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც საფლავზე მისული ჭირისუფალი რუს ოკუპანტებს გაუტაცებიათ, თუმცა მათივე თქმით, დღესასწაულებზე, როდესაც საფლავებზე ხალხი ერთად მიდის, ოკუპანტები დაკავებებისგან იკავებენ თავს.

„ხშირად ვერ ამოვდივარ ამ სასაფლაოზე, ჩემი მეუღლეა დაღუპული, გვეშინია. ვერც ვასუფთავებთ ვერაფერი. ბიჭები რომ ამოდიან, დახვდებიან და მიჰყავთ ხოლმე, გადაჰყავთ იქით, თავიანთ მხარეზე. ცხინვალში წაიყვანენ და იქ მერე 800 ლარი ვის აქვს? სთხოვენ,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

დღის ამბები