03 მაისი 2024,   18:03
ვრცლად
ამერიკის კუთხეები საქართველოში - ადგილები, სადაც ადამიანებს, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და გამოყენებაში ეხმარებიან

ამერიკის კუთხეები საქართველოში - ადგილები, სადაც ადამიანებს, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და გამოყენებაში ეხმარებიან. 

"სოფლად მცხოვრები ქალების ხმა" – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც მაღალმთიან აჭარაში ადგილობრივ სათემო ორგანიზაციასთან ერთად ამერიკის საელჩო ახორციელებს.

ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლებიდან 30 ქალი ყოველდღიურად სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების კურსებზე დადის. ახლა საკუთარი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და გადანაწილებას სწავლობენ.

ეკონომიკური და ბიზნეს უნარების გამომუშავება არა მხოლოდ შუახევში, არამედ ბათუმის ამერიკის კუთხეშიც არის შესაძლებელი. ამ სივრცეში ახალგაზრდები სამგანზომილებიან ტექნიკას და ინგლისურს ენასაც ეუფლებიან.

ბათუმის, ისე როგორც საქართველოში არსებული რვა ამერიკული კუთხის მთავარი ფუნქციაა, ფართო საზოგადოებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს.

ბათუმის ამერიკის კუთხე 2015 წელს ევროპის მასშტაბით ათი საუკეთეო კუთხის ათეულში შევიდა. იქ მისულ ადამიანებს, შეუძლიათ სრულიად უფასოდ ამერიკული უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების ელექტრონულ ბაზებთან იმუშაონ. 

ავტორი: ნანა სისვაძე. 

დღის ამბები