03 მაისი 2024,   18:35
ვრცლად
შრილანკის სპეცსამსახურებმა აღდგომას მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ორი მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს

შრილანკის სპეცსამსახურებმა აღდგომას მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ორი მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს. ძმები მოჰამად და საადიკ აბდულ ჰაკები, ქალაქ გამპოლაში აიყვანეს. ისინი ნათესავის კუთვნილ მაღაზიაში იმალებოდნენ.

ასევე დაკავებულია მძღოლი, რომელმაც ეჭვმიტანილი გამპოლაში ჩაიყვანა და იმ მაღაზიის მეპატრონეც, სადაც დაკავებულები იმალებოდნენ. 

ტერაქტების სერია შრილანკაზე 21 აპრილს მოხდა და 260-მდე ადამიანი იმსხვერპლა. პასუხისმგებლობა თავდასხმებზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ქვეყნის სპეცსამსახურები მოსახლეობას და ტურისტებს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ კვლავაც აფრთხილებენ. დაზვერვის ცნობით, ტერორისტები მსგავსი ტიპის თავდასხმებს ინდოეთში, მალდივებზე, კენიასა და ტანზანიის კურორტებზეც გეგმავენ. 


 

ამავე თემაზე
დღის ამბები