03 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

28 – 30 აპრილს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ლილიან მორი-პასკიე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მოინახულებს დევნილთა დასახლებას წეროვანში და გაეცნობა ოძისში, ე.წ. საზღვართან შექმნილ ვითარებას.

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, საზეიმო სესია გაიხსნება. 

დღის ამბები