03 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
ბრძოლა მრავალმილიონიანი ბიზნესის ხელში ჩასაგდებად - ტაქსისტები ახალ რეგულაციებს აკრიტიკებენ და კერძო ინტერესებზე საუბრობენ

ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფსა და თბილისის მერს შორის მოლაპარაკებების პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, განხილვის მთავარი თემა კი კვლავ ავტომობილის ფერი და ის ვადაა, რომელიც მერიას მძღოლებისთვის აქვს დაწესებული. ახალი რეგულაციები ძალაში 1-ლი ოქტომბრიდან შედის, "ა" და "ბ" კატეგორიების მიხედვით ტაქსების რეგისტრაცია გაცილებით ადრე 1-ლი ივლისიდან დაიწყება.

თბილისის მერიის მიერ წამოწყებულ რეფორმაში ტაქსის მძღოლები ერთ დიდ საფრთხეს ხედავენ - მათ ეჭვი უჩნდებათ, რომ დედაქალაქის მთავრობა საგანგებოდ უყენებს მათ ისეთ პირობებს, რომელთა შესრულებასაც ბევრი მძღოლი ვერ შეძლებს. ამ გზით მერია, თითქოს, ხელოვნურად ცდილობს ტაქსისტების თავიდან მოცილებას, რათა ამ მრავალმილიონიან ბიზნესში ვაკუუმი გააჩინოს და ეს სიცარიელე შემდეგ თავისივე კომპანიით შეავსოს.

ასე ფიქრობენ მძღოლებიც და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც - ისინი ამბობენ, რომ თბილისის ხელმძღვანელობას უნდა არა იმდენად ტაქსების პრობლემის მოგვარება, რამდენადაც ამ ბიზნესზე კონტროლის მოპოვება და დიდი ფულის ხელში ჩაგდება.

ამჟამად თბილისში ტაქსით გადაყვანის ნებართვა 29 055 მძღოლს აქვს აღებული, რომელთაგან დაახლოებით 20-30 % მარჯვენასაჭიანია, ხოლო თეთრი ფერის ავტომობილის რაოდენობა მთლიანობაში ათ პროცენტს არ აღემატება. მძღოლები ვარაუდობენ, რომ რეგულაციები, რომლებიც 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება, უმეტესობა მათგანს შემოსავლის გარეშე დატოვებს.

დღის ამბები