02 მაისი 2024,   22:49
ვრცლად
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 9 კანდიდატი მიიღებს

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 9 კანდიდატი მიიღებს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განცხადებების მიღება დაასრულა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. ერთ-ერთი კანდიდატი პრეზიდენტის მოვალეობების ამჟამინდელი შემსრულებელი და ყოფილი პრეზიდენტის რჩეული კასიმ-ჟომარტ ტოკაევია.

საკუთარი კანდიდატურები ასევე პარლამენტარებმა, მთავრობის წვერებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 9 ივნისს გაიმართება. ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყანას 28 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობა 19 მარტს დატოვა და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

დღის ამბები