02 მაისი 2024,   23:38
ვრცლად
1 გარდაცვლილი და 7 დაშავებული - ბალტიმორში შეიარაღებულმა მამაკაცმა ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნა

სროლა ბალტიმორში - გარეუბანში მომხდარ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში შეკრებილ ადგილობრივებს მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. პოლიციისთვის უცნობია თავდასხმის მოტივი.

შემთხვევა ადგილობრივი ეკლესიის მახლობლად მოხდა, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება გამორიცხავს, რომ თავდასხმა რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.

დღის ამბები