02 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
რუსი ბაიკერების კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთიდან მომავალი ბაიკერების კოლონა ქართულმა მხარემ ლარსის გამშვებ პუნქტზე არ შემოუშვა. საერთაშორისო მედიით, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში 30 ბაიკერისგან შემდგარი ჯგუფი აპირებდა შემოსვლას. ისინი საბერძნეთში საქართველოს გავლით ბაიკერთა შეკრებაზე მონაწილეობისთვის მიდიოდნენ.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. თუმცა, უწყება არ აკონკრეტებს იყვნენ თუ არა მათ შორის ე.წ. კლუბ "ღამის მგლების" წევრი ბაიკერები.

ერთ-ერთი ბაიკერი რუსლან ლევიევი,  „კურიერთან“ საუბრისას ირწმუნება, რომ მის მეგობრებს საქართველოში მხოლოდ დასვენება სურდათ და ე.წ. გეორგიევსკის ბაფთებიან პუტინის ბაიკერებთან კავშირი არ აქვს.   

„პირადად მე არ ვაპირებდი, ჩემი მეგობარი ბაიკერები გეგმავდნენ საქართველოში მაისის არდადეგებზე დასასვენებლად ჩამოსვლას. მაგრამ 27 აპრილს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალეს და საზღვრიდან გააბრუნეს. რამდენიმე საათი ჰყავდათ გაჩერებული. უარი ოფიციალურად ეთქვა იმ მიზეზით, რომ თითქოს პირმა ვერ დაადასტურა საკუთარი ვინაობა, ან ვერ დაასახელა ვიზიტის მიზანი ან პირადი მონაცემების შესახებ იცრუა. დოკუმენტში, რომელიც მისცეს ასე წერია. უფრო დეტალურად მიზეზს არ ხსნიან. რაც შეხება ღამის მგლებს, ჩემს მეგობრები მათთან საერთოდ არ მეგობრობენ, რადგან მოსკოვის ბაიკერების ასოციაციაში ღამის მგლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. ასე არიან საქართველოშიც. მაგრამ ვინაიდან ჩემი მეგობრებიც ბაიკერები არიან არ შემოუშვეს. მათ არც გეორგიევსკის ლენტები ჰქონდათ და არც არანაირი სხვა სიმბოლიკა. ბოლო ორი სამი წლია არ უშვებენ საქართველოში რუს ბაიკერებს,"-ამბობს ლევიევი.

განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება რუსულ მედიაში. ლარსიდან სამშობლოში გაბრუნებული ბაიკერების ინტერვიუებით ირკვევა, რომ ისინი საქართველოს გავლით საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდნენ.

„სალონიკის შემდეგ ათენში ვგეგმავდით წასვლას, სასტუმროები ყველას დაჯავშნილი გვაქვს, ახლა ვერანაირად ვეღარ მოვასწრებთ, იქ ხომ ჩვენი მეგობრები უნდა დაგვლოდებოდნენ გერმანიიდან,“- ნათქვამია ერთ-ერთი ბაიკერის ინტერვიუში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბაიკერები უწყებამ საზღვრიდან იმიტომ გააბრუნა, რომ მათ საქართველოში ვიზიტის მიზნები სათანადოდ ვერ დაასაბუთეს.

ე.წ. ღამი მგლები, რომელთაც პუტინის ბაიკერებსაც უწოდებენ საქართველოში ყოველ წელს 9 მაისისთვის ცდილობენ ჩამოსვლას.

ქვეყანაში მათ შემოსვლას არაერთხელ მოჰყვა საზოგადოების მწვავე პროტესტი.

დღის ამბები