02 მაისი 2024,   20:43
ვრცლად
ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოახერხეს მოსვლა - კობახიძის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრას ოპოზიცია არ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრას, ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. მათ შორის ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი დეპუტატებიც არიან.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია შეხვედრაზე დაპატიჟებული იყო, თუმცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდნენ. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ჰქონდა შანსი შეხვედროდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თუმცა მათ ეს არ გამოიყენეს. 

„ოპოზიცია იყო რამდენიმე ეტაპზე დაპატიჟებული. პირველ რიგში, დელეგაციის წევრები ოპოზიციიდან იყვნენ მოწვეული ამ შეხვედრაზეც. მე მგონი ვერც ერთმა ვერ მოახერხა „ევროპული საქართველოს“ არიან აქ წარმოდგენილი დელეგაციაში საკმაოდ აქტიურად მაგრამ დღეს არ იყო არც ბატონი დავით ბაქრაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოწვეული იყო. მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოახერხეს მათ ამ შეხვედრაზე ყოფნა. ისინი ასევე მოწვეული არიან ოფიციალურ ვახშამზე, რომელიც გაიმართება პრეზიდენტთან. ჩვენი მხრიდან იქნებიან როგორც მოქმედი წევრები საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ყოფილი რამდენიმე წევრიც, მაგალითად ქალბატონი გუგული მაღრაძე, რომელიც ახლა წევრი არ არის მაგრამ საკმაოდ აქტიურად იყო წლების განმავლობაში ჩართული,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რატომ არ არის ჩანიშნული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა. ჩუგოშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს უკავშირდება და არ უკავშირდება პოლიტიკური ვითარების შესწავლას.

დღის ამბები