02 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
ვიეტნამური ხომალდი ინდონეზიის სანაპირო დაცვის გემს შეეჯახა

ინდონეზიის სანაპიროსთან ვიეტნამური ხომალდი ინდონეზიის სანაპირო დაცვის გემს შეეჯახა. ინციდენტი ნატუნის ზღვის სადავო წყლებში მოხდა. ვიეტნამელთა მტკიცებით, მომხდარის დროს ისინი საკუთარ ტერიტორიაზე თევზაობდნენ.

შემთხვევის დროს ვიეტნამური ხომალდის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ინდონეზიელებმა დააკავეს და კუნძულზე მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

დღის ამბები