02 მაისი 2024,   21:04
ვრცლად
"ეს თქვენი საქმე არ არის, უკრაინელებთან ჩვენ თავად მოვაგვარებთ“ - მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს პასუხობს

რუსეთის ლიდერის განცხადებას, სადაც პუტინი ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ურჩევს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პასუხობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში წერს, რომ ვლადიმერი პუტინი, 2017 წელს, თავად მოითხოვდა უკრაინის იმ დროინდელი პრეზიდენტისგან, მის ქვეყნიდან გაძევებას.

mishaaa.jpg (1920×1080)

"ვინ ურჩევს უკრაინის მომავალ პრეზიდენტს მოქალაქეობა დამიბრუნოს? პუტინი? ეს ის პუტინია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში პრეს-კონფერენციაზე ხმამაღლა მოითხოვდა პოროშენკოსგან, გავეძევებინე უკრაინიდან, რაც გააკეთა კიდეც პოროშენკომ ერთი თვის შემდეგ. ზუსტად ვიცი, რომ სწორედ თქვენ მოსთხოვეთ პოროშენკოს, არ მივეწვიე ინაუგურაციაზე 2014 წელს. ახლა პოროშენკოს წარმომადგენლები, შუამავლების მეშვეობით, ზელენსკისგან მოითხოვენ, არათუ არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, არამედ კატეგორიულ პირობად აყენებენ, არ შემიშვან უკრაინაში. ანალოგიური მოთხოვნა თქვენ წაუყენეთ არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ასევე თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამას განიხილავდით პრეზიდენტ ერდოღანთან 2016 წელს რუსეთთან შერიგების სამიტის დროს. ასე რომ, ახლადგამომცხვარო ტროლო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მე საკმარისად გამოცდილი ვარ, რომ ამ მანევრების იქით დავინახო თქვენი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის ილეთი: მოითხოვოთ ოპონენტისგან, ჩემი დაბრუნება იმ იმედით, რომ მას შეეშინდება ამის გაკეთება. ახლა ეს თქვენი საქმე არ არის. უკრაინელებთან ჩვენ თავად მოვაგვარებთ“, - წერს სააკაშვილი.

 

დღის ამბები