19 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
"სამართლიანი იქნება დაუბრუნონ უკრაინის პასპორტი ადამიანს, რომელიც წარსულში საქართველოს მოქალაქე იყო" - პუტინი სააკაშვილზე საუბრობს

"სამართლიანი იქნება დაუბრუნონ უკრაინის პასპორტი ადამიანს, რომელიც წარსულში საქართველოს მოქალაქე იყო, ახლა კი თავს უკრაინის მოქალაქედ მიიჩნევს," - ამ განცხადებით მიმართავს ვლადიმერ პუტინი, უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის. 

რუსეთის ლიდერი ზელენსკის ურჩევს, ადამიანის უფლებების დაცვა ქართველებიდან, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილიდან დაიწყოს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, სააკაშვილსაც უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და ქვეყნიდანაც უკანონოდ გააძევეს. ამიტომ, რუსეთის ლიდერის აზრით, ვლადიმერ ზელენსკიმ დარღვეული უფლებები უნდა აღუდგინოს სააკაშვილსაც და უკრაინის სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ.

რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვლადიმერ ზელენსკის მიერ facebook-ში გამოქვეყნებული ვრცელი პოსტი, სადაც ის დონბასის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგების თემას შეეხო და წერს, რომ უკრაინა მზადაა მოქალაქეობა მიანიჭოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა მოქალაქეს, მათ შორის რუსებსაც. 

„მართლა ასე თქვა? ძალიან კარგი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება შევთანხმდეთ. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ბევრჯერ მითქვამს, რომ უკრაინელები და რუსები მოძმე ერები არიან. ჩემი აზრით, სინამდვილეში ჩვენ ერთი ერი ვართ. თუ ჩვენ საერთო მოქალაქეობა გვექნება, ამით მოგებული მხოლოდ უკრაინელები და რუსები დარჩებიან. უფრო ძლიერი და წარმატებული ვიქნებით. რაც შეეხება თავისუფლებას, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ უკეთესია რუსეთისგან და რუსებისგან კი არა, ქართველებისგან ან საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისგან დაიწყოს. სამართლიანი იქნება დაუბრუნონ უკრაინის პასპორტი ადამიანს, რომელიც წარსულში საქართველოს მოქალაქე იყო, ახლა კი თავს უკრაინის მოქალაქედ მიიჩნევს. ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს. მას უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და უკანონოდ გააძევეს ქვეყნიდან. ამიტომ დარღვეული უფლებები უნდა აღუდგინონ მასაც, და უკრაინის სხვა მოქალააქეებსაც, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინის ტერიტორია, რომ დღევანდელი რეჟიმის დევნისგან თავი გადაერჩინათ,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

დღის ამბები