03 მაისი 2024,   19:48
ვრცლად
„ჩვენ ბრმები არ ვართ“ - მასშტაბური პროტესტი ჩეხეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ 

„ჩვენ ბრმები არ ვართ“ - ჩეხეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია ჩატარდა. პრაღასა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აღდგენის მოთხოვნით გამოვიდა.

პროტესტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბუბიჩის  წინააღმდეგ იყო მიმართული. მიზეზი ბუბიჩის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფონზე იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი გახდა.

ბუბიჩს  პროკურატურა ევროკავშირის სუბსიდიების განაწილების დროს განხორციელებულ თაღლითობაში ადანაშაულებს. საუბარია რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის განკუთვნილ მილიარდ 600 მილიონ ევროზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ბაბიჩის კუთვნილ კომპანიებზე გადანაწილდა.

აქციის მონაწილეები პრემიერის საქმესთან დაკავშირებით გამჭირვალე სასამართლო პროცესის ჩატარებას მოითხოვდნენ.

დღის ამბები