03 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტისგან "საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე" ვეტოს ითხოვს

სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვს, თუმცა არსებული პოზიციიდან გამომდინარე ამ გადაწყვეტილების მოლოდინი ოპოზიციის მსგავსად არც მათ აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციებში ქვეყნისთვის სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, კანონპროექტი საბოლოოდ „ქართული ოცნებისთვისაც" პრობლემა აღმოჩნდება“, რადგან ადრე თუ გვიან ისინი უმრავლესობას დაკარგავენ.

"თუ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს და მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რომელიც არსებობს ამ პროცესში, კარგი იქნება. მთავარი გამოსავალი არის "ქართული ოცნებისთვის" არის ის, რომ მან უნდა გააცნობიეროს რომ დამოუკიდებელი სასამართლო მასაც სჭირდება,"-აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

დღის ამბები