02 მაისი 2024,   23:28
ვრცლად
ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ გასცეს ინსტრუქცია ამ აბსურდული საქმის დახურვასან დაკავშირებით - ფადი ასლი "თიბისი ბანკზე" საუბრობს

თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის მიზნად საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი მათ დისკრედიტაციას და ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მიყენებას ასახელებს. ფადი ასლის თქმით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ სტრატეგია უნდა შეცვალოს; ანაკლიის კონსორციუმის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს - პროკურატურამ კი ობიექტურად გამოიძიოს "თი-ბი-სი" ბანკზე კიბერთავდასხმა.

"გამოძიება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სავარაუდო ფულის გათეთრების საქმეზე, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგონილი ამბავს, რომელიც მათი დისკრედიტაციის, ასევე ანაკლიისა და მისი კრედიტორების საქმიანობისთვის, ზიანის მიყენების მიზნით არის შექმნილი. ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ გასცეს ინსტრუქცია ამ აბსურდული საქმის დახურვასან დაკავშირებით, რადგან ის ახდენს საქართველოს, ხელისუფლების და თავად ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ამ საქმის მაგივრად პროკურატურამ უნდა გამოიძიოს "თიბისი ბანკზე" კიბერთავდასხმა. სრულიად მიუღებელუია, რომ თითქმის 9 თვის შემდეგ, არავინ იცის თუ რა მოხდა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო კიბერთავდასხმაზე პრეზიდენტის "ტვიტრერის" გვერდზე, რაც ასევე აბსურდია,"-აცხადებს ფადი ასლი.

დღის ამბები