03 მაისი 2024,   17:08
ვრცლად
გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდა. მან მედიის კითხვებს არ უპასუხა. რამდენიმე წუთში საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა დაიწყება, რის შემდეგაც მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრს მწვავე კითხვებით ელოდება, მათშორის არის 21 აპრილს პანკისში განვითარებული მოვლენები. ასევე, დეპუტატებს კითხვები აქვთ გახმაურებულ და დღემდე გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებითაც.   

დღის ამბები