26 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
გამოძახებული იყო დამატებით ძალები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ეს არ არის სპეცრაზმი - გიორგი გახარია პანკისის მოვლენებზე 

„დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან,“ - ასე უპასუხა შს მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების მხრიდან პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს.

გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვას უპასუხა, რომელმაც მინისტრი პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის გადაწყვეტილების მიღების გამო გააკრიტიკა.

„რაც შეეხება იმ პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად, როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს გადაცდომის ფარგლები, სად იყო,“ - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობაში სპეცრაზმი არ შეუყვანია და იქ მობილიზებული სამართალდამცავები შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან იყვნენ.

„ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგის საკითხი არის ყველანაირ პარტიულ ინტერესზე უფრო მაღალი საკითხი. როდესაც ჩვეულებრივი სოციალური პროტესტი, რომელიც შეიძლება მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში იძენს ისეთ განმარტებებს, რომელიც შეიძინა აქ, ეს არის უბრალოდ სამწუხარო. იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობს მხრიდან, ჩაერთო და გამოძახებული იყო დამატებით ძალები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ეს არ არის სპეცრაზმი, ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები