04 მაისი 2024,   16:47
ვრცლად
მეტრო პარალიზებულია - დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით შემადგენლობა არ გადაადგილდება

მეტრო პარალიზებულია - შემადგენლობა დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით, არ გადაადგილდება. მიზეზი, მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მომხდარი შემთხვევაა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებზე ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები. 

როგორც "რუსთავი2" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ ზონალურად. რაც ნიშნავს იმას, რომ მატარებლის გადაადგილება ხდება დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით და პირიქით. 

დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები. ჯერჯერობით მამაკაცის ამოყვანა ვერ ხერხდება. 

დღის ამბები