26 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
სანდრა რულოვსმა გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები მოინახულა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები მოინახულა. მათ არ აქვთ შემოსავლის წყარო და სამუშაოს ვერ შოულობენ.

ერთ-ერთი მათგანი მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა, რომელიც ოჯახის სარჩენად აღებულ საბანკო სესხებს ვერ იხდის. 

სანდრა რულოვსის თქმით, სოციალურად დაუცველებსა და დევნილებზე ზრუნვა მისთვის მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტი მათი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„ქირაზე მიდის 150 ლარი, ვალები აქვს, იმიტომ რომ ბავშვებს ჰქონდათ ფილტვის ანთება, მოუწიათ სხვადსხვა წამლები და ა.შ. არ შედიოდა ეს დაზღვევაში და აიღო სესხი... წარმოგიდგენიათ, სადღაც 140 ლარზე როგორ უნდა იკვებებოდეს“ - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

 

  

დღის ამბები