03 მაისი 2024,   01:08
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - ენმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს 

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს.

საკითხს ოპოზიციური პარტია, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ, საჭირო 50 კანონმდებლის მხარდაჭერის მიღებას მოახერხებენ.

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რომ მხოლოდ კომისიას შეუძლია დაადგინოს სიმართლე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ  კომისიის შექმნის გარეშე ეს საკითხი არ იქნება გამოძიებული და აუცილებლად პარლამენტმა უნდა დაიწყოს განხილვა,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

ენმ-ს მოთხოვნას მხარდაჭერას უცხადებენ, „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას "ევროპული საქართველო უჭერს მხარს. პირველები ვიყავით, რომლებიც გამოვეხმაურეთ მაჩალიკაშვილის განცხადებას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, იმიტომ, რომ მას არ უნდა სიმართლე მოეფინოს არც ამ თემას, ისევე როგორც მას არ უნდოდა, რომ სიმართლე მოჰფენოდა სარალიძის თემას,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის მოთხოვნას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია საქმეს გამოძიების პარალელურად არ უნდა სწავლობდეს.

დღის ამბები