10 მაისი 2024,   10:31
ვრცლად
ვიცნობ როგორც კარგ ხელმძღვანელს - კობა ნარჩემაშვილისთვის სუს-ის უფროსის მოადგილედ ფიცხელაურის დანიშვნა პრობლემას არ წარმოადგენს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი სუს-ში შევარდნაძის დროინდელი კადრების შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება. საუბარია საბჭოთა КГБ-ს მაღალჩინოსან, შენგელი ფიცხელაურზე, რომელმაც შესაძლოა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.

“ქართული ოცნების“ ყოფილი წევრისთვის ის ფაქტი, რომ ფიცხელაური КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანია პრობლემას არ წარმოადგენს. კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ფიცხელაური კვალიფიციური სპეციალისტია.

„ვიცნობ, იურისტია. საგამოძიებო დანაყოფს ხელმძღვანელობდა უშიშროების სამინისტროში და ვიცნობ როგორც კვალიფიციურ სპეციალისტს და კარგ ხელმძღვანელს. საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს გამოძიებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი რომელიც დარგები ჩაბარდება მას. ან საერთოდ არის თუ არა ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში სიმართლე გითხრათ არ ვიცი,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 

"კურიერის" ინფორმაციით, შევარდნაძის დროინდელი ოდიოზური სამართალდამცველი ძალოვან უწყებაში ბრუნდება.

შენგელი ფიცხელაურს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1976 წლიდან ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე. 1991 წლიდან ფიცხელაურმა იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა. იყო ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. შენგელი ფიცხელაურს შევარდნაძის მთავრობის დროს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ის ასევე არის სპორტსმენი ძიუდოისტი. 

ფიცხელაურმა საზოგადოებას თავი "რუსთავი2"-ს წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით და სპეცოპერაციებით დაამახსოვრა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები