02 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
ძველი КГБ-ს კადრი ინიშნება ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობაზე, ეს ისაა რაც რუსეთს სჭირდება - ბარამიძე ფიცხელაურზე 

სუს-ის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილედ შენგელი ფიცხელაურის შესაძლო დანიშვნას, ყოფილი შსს-ს მინისტრი ეხმაურება. გიორგი ბარამიძის თქმით, КГБ-ს კადრის დანიშვნა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

ბარამიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში არ არის ქვეყნის უსაფრთხოება და ის მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის. 

„სამწუხარო რეალობა გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ისედაც ყველამ ვიცოდით და ეს კიდევ ერთი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად არ აღელვებს სახელმწიფოს უსაფრთხობა არამედ ის ზრუნავს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ნიშანდობლივია,რომ ძველი КГБ-ს კადრი ინიშნება ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობაზე, პირდაპირ ოჯახური ბიზნესია, როგორც ყველაფერი საქართველოში, ისე სახელმწიფო უშიშროებაც. ეს არის ის რაც სჭირდება რუსეთს,“-განაცხადა ბარამიძემ.

უშიშროების სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა შენგელი ფიცხელაურმა გუშინ “რუსთავი2”-ს დაუდასტურა, რომ შესაძლოა, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნოს. მან ასევე დაადასტურა, რომ მისი შვილი ნიკოლოზ ფიცხელაური ბერა ივანიშვილის ქვისლია.

ფიცხელაურმა სპეცსამსახურებში მუშაობა 1976 წლიდან დაიწყო. ბოლოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, სწორედ მაშინ, როდესც შევარდნაძის უშიშროების სამსახური „რუსთავი 2“-ში შემოვიდა. სპეცსამსახურებიდან ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს. შენგელი ფიცხელაური ამბობს, რომ ამჟამად ის შს მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველია, თუმცა გახარიას მოადგილე ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შენგელი ფიცხელაურს 2005 წელს რეგისტრირებული აქვს კომპანია სახელად “ოლიგარქი” . 

დღის ამბები