01 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე - არასამთავრობოები სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვენ

მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტურობის და მასში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას ითხოვენ.

მესამე სექტორში თვლიან, რომ სუს-ი ისევე, როგორც პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის, ასევე მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ მწირ ინფორმაციას ასაჯაროებენ, რაც საზოგადოებაში პასუხგაუცემელ კითხვებს ტოვებს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ არალოგიკურია, როდესაც სუს-ი გასულ წელს დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას არ აწვდის.

ამას გარდა, საია-ს ხელმძღვანელი მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს კრიტიკულად აფასებს. 

Image result for სულხან სალაძე

„ლოგიკური იქნებოდა, რომ უსაფრთხოების სამსახურს მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. როდესაც სუს საუბრობს იმაზე, რომ დაბეჯითებით აქვთ ეს ინფორმაცია და მათ ზუსტად იციან, რომ 23 მარტს ნამდვილად იყო ასეთი საუბარი კონკრეტულ პირებს შორის, ცხადია, მაშინ უნდა გვითხრან, რას ემსახურება მხოლოდ ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ერთი და მეორე, თუ ამ ადამიანის როლი და მონაწილეობა ამ პროცესში და ეს რეალური დაგეგმვა იყო და მართლა ხდებოდა ამ პროცესების წარმართვა იმ მხარეს, რომ კონკრეტული ტერაქტი ყოფილიყო ჩადენილი, როგორც თავად აცხადებენ, ასეთ შემთხვევაშიც ცხადია უნდა იყოს მიღებული სხვა ზომებიც.

„ცუდია ძალიან ის, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი ადვოკატს და ერთ-ერთ გამოკითხულ პირს უკვე, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას, გამოძიებას ექნებათ საშუალება ისაუბრონ მათთვის სასურველ ინფორმაციაზე, ხოლო მეორე მხარე ვერ ისაუბრებს ღიად,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, ინფორმაციის არარსებობა წარმოადგენს. 

Image result for გიორგი მშვენიერაძე

„სამწუხაროდ, ამ საქმესთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან მიმართებაში, ასევე ამ საქმესთან მიმართებაში, საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი კითხვა და ჩვენ ვიღებთ პასუხებს ეპიზოდურად, იმას რაც სახელმწიფოს სურს, რომ საზოგადოებამ იცოდეს... თავად ბატონი ვახა უარყოფს ამ ჩანაწერის ავთენტურობას, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მან ასე განაცხადა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ დადასტურებულად ვიცოდეთ, როგორც ამ საუბრის ავთენტურობა, ასევე მასში მონაწილე სუბიექტების იდენტიფიცირება იყოს დადასტურებული,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები