23 იანვარი 2020,   14:58
ვრცლად
ტკბილეულის სადისტრიბუციო კომპანია “კადევე საქართველოს“ თანამშრომლები გაიფიცნენ

ტკბილეულის სადისტრიბუციო კომპანია “კადევე საქართველოს“ თანამშრომლები გაიფიცნენ. დასაქმებულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

გაფიცული თანამშრომლები ასევე აპროტესტებენ მათი პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას. მათი თქმით, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

„მათი პრობლემაა ზეგანაკვეთური შრომა, რომელიც არ ნაზღაურდება, დაბალი ხელფასები, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია. ერთ-ერთი თანამშრომელი პროფკავშირული ნიშნით გაათავისუფლეს. გაფიცვა კონსტიტუციური უფლებაა, ეს ადამიანები არ გააგრძელებენ მუშაობას, მანამ სანამ, მათი უფლებები არ იქნება დაცული,“-აცხადებს საქართველოს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე  გიორგი დიასამიძე.

დღის ამბები