10 მაისი 2024,   12:40
ვრცლად
ბათუმში, ხულოს მერობის სახელისუფლებო კანდიდატის მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, არსებული ინფორმაციით, ხულოს მერობის სახელისუფლებო კანდიდატისა და ყოფილი პოლიციელის, ვახტანგ ბერიძის მაღაზია გაქურდეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, შალვა ნუცუბიძის 10 ნომერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარკეტიდან წაღებულია სიგარეტი და სხვადასხვა პროდუქტი. 

"რუსთავი 2"-ის კამერის გამოჩენამ მაღაზიის კონსულტანტის გაღიზიანება გამოიწვია და მან ინტერვიუზე უარი განაცხდა.

დღის ამბები