26 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
ხელისუფლება ძალადობის მეტს ვეღარაფერს სთავაზობს საზოგადოებას-სერგო რატიანი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„შემაშფოთებელია ის რაც ხდება ზუგდიდში“-ასე ეხმაურება სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს „ევროპული საქართველოს“ წევრი. სერგო რატიანის განცხადებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღარაფერს ერიდება და ძალადობით და ზეწოლით ცდილობს შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.

„ფაქტობრივად ხელისუფლება არაფერს არ ერიდება და ყველა ხერხებით ცდილობენ გადაუწიონ ხელი მოსახლეობას. ხელისუფლებას არაფერი არ დარჩა გარდა იმისა, რომ შესთავაზოს ძალადობა სხვას ვერაფერს ვერ სთავაზობენ საზოგადოებას და ჩვენ მოგვდის ინფორმაციები სხვადასხვა რეგიონებიდან სადაც ვხედავთ ასევე საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენების და ასევე მასწავლებლების დაშინებისა და ზეწოლებს,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ვითარება განსაკუთრებით ბოლო კვირაში დაიძაბა. ადგილი ჰქონდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატზე თავდასხმას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანას. ხმაური და დაპირისპირება საოლქო კომისიაში დღესაც გაგრძელდა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები საოლქო კომისიამ არ მიიღო. ოპოზიციის თქმით მათ აქვთ დამადასტურებელი მასალა იმის, რომ საარჩევნო სიები და სარეგისტრაციო ბეჭდები კონკრეტული პირების სახლებში ინახება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები