04 მაისი 2024,   19:02
ვრცლად
არჩევნებში ხმის მისაცემად ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა  

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა. მას მთაწმინდის პირველი საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე ელოდებიან.

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, როგორ დაჯდა ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენი შუშის სასახლის თავზე მოწყობილ სპეციალურ მინი აეროდრომზე.  

ტერიტორიაზე მობილიზებულია დაცვა, გადაკეტილია ქუჩები. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე უნდა დააფიქსიროს.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის  მთავარი ბრძოლა “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძესა და მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ლადო კახაძეს შორის გაიმართება.   

დღის ამბები