26 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
„საერთოდ საჭიროებაც კი არ იყო ამ გზის მშენებლობის" - ქობულეთში ოპოზიცია ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებს 

ქობულეთში ოპოზიცია ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოფელ კვირიკეში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოსამზადებელი სამუშაოები ნაწილობრივ ჩატარდა, რისთვისაც მიმდებარე ტერიტორიიდან ინერტული მასალაც ამოიღეს. არჩევნების დასრულებისთანავე კი პროექტი შეჩერდა, ინერტული მასალა კი გაყიდეს. 

„საერთოდ საჭიროებაც კი არ იყო ამ გზის მშენებლობის იმიტომ, რომ გზა არსებობს ამ სოფელში. 1800-კომლიანი სოფელია და შესაბამისად, ამ სოფელს ცენტრალური გზა ყოველთვის გააჩნდა და დღესაც გააჩნია. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რიჟვაძემ და მისმა მთავრობამ ამ თითქოსდა განხორციელებულ პროექტში მოიპარა ასობით ათასი ლარი. წინასაარჩევნო პერიოდი მათ გამოიყენეს კარგად იმისთვის, რომ კონკრეტული თანხები და დივიდენტები მიეღოთ თავიანთი ჯიბისთვის. ეს არის კლასიკური მაგალითი კორუფციისა და კორუფციონერი რიჟვაძის,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრმა, რევაზ ხარაზმა.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული გზა მათი სარეაბილატაციო სამუშაოების ნუსხაში არ შედიოდა და მათთვის უცნობია, ან ვინ აწარმოა მოსამზადებელი სამუშაოები ან რა მიზეზით შეჩერდა ის.

 

 

 

დღის ამბები