26 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი აშშ-ს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის კურსადმათავრებულთა საზეიმო ცერემონიას დაესწრო

თავდაცვის მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა.

კონექტიკუტის შტატში მდებარე აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ქართველმა კადეტებმა - კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს. კურსის გამოშვების ცერემონიალზე ქართველ კადეტებს დიპლომები ჯონ ბოლტონმა და ლევან იზორიამ გადასცეს.

 „განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის არის ორი ქართველი და ისინი მომავალში უკვე თავიანთ აქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მოახმარენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ მათ პროფესიულ განვითარებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი,“- განაცხადა იზორიამ.

ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს 2015 წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას, რომლებიც ასევე ამავე აკადემიაში სწავლობდნენ.

 

დღის ამბები