18 სექტემბერი 2019,   07:59
ვრცლად
გაუფასურებული ლარი, გაძვირებული საწვავი და გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი - ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე "ოცნება" საგანგაშოს ვერაფერს ხედავს 

ისტორიული მინიმუმის ზღვარზე მყოფი ეროვნული ვალუტა, საწვავი, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება, ბიზნესი, რომელიც გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - ამ კრიტიკულ მძიმე ვითარების ფონზე მთავრობის მეთაური საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ გაუფასურების ისტორიულ მინიმუმზე მყოფი ეროვნული ვალუტა თავისით დასტაბილურდება. 

მთავრობის მეთაური ასევე არ იზიარებს ბიზნესმენების პოზიციას, რომლებიც ამბობენ, რომ ლარის უპრეცენდენტო გაუფასურება მათ უკიდურესად რთულ ვითარებაში აყენებს და ქვეყანაში ფასების მატება გარდაუვალი იქნება. პრემიერს არ სჯერა, ბიზნესის ნაწილი კი ამასობაში გადარჩენისთვის იბრძვის.

დისტრიბუციაზე პირდაპირი უარყოფითი გავლენა ლარის გაუფასურებასთან ერთად საწვავის ფასის ზრდასაც აქვს. საწვავის ფასი ბოლო რამდენიმე კვირაში თითქმის ყოველდღიურად ძვირდება.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 1 დოლარის ღირებულება თითქმის 2 ლარი და 80 თეთრია. ბანკებში 2.81, სავალუტო ჯიხურებში კი 1 დოლარი 2.79 თეთრის ფარგლებშია. ამის მიუხედავად, პრემიერის შემდეგ დღეს ფინანსთა მინისტრიც ამტკიცებდა, რომ პრობლემები არც ბიზნესს აქვს და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაც სწორია.

ლარის გაუფასურების და ბენზინის უპრეცედენტო გაძვირების ფონზე ოპტიმისტური პროგნოზი ქვეყანაში მხოლოდ მთავრობას აქვს.

სპეციალისტები კი მმართველ ძალას ცვლილებებისკენ და ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებენ. ბიუჯეტის გადახედვის მოთხოვნით ოპოზიციამ ხელისუფლებსაც უკვე მიმართა.

დღის ამბები