18 ივნისი 2019,   16:00
ვრცლად
დავით გარეჯის პრობლემა - "ლეიბორისტული" პარტიის წევრებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან სერგო ორჯონიკიძის ფოტო მიიტანეს  

დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ლეიბორისტული პარტია" საპროტესტო აქციით გამოეხმაურა. პარტიის წევრებმა სერგო ორჯონიკიძის ფოტო დღეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიიტანეს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ორჯონიკიძის იდეური მემკვიდრე უწოდეს.

„ჩვენ ვუყურებთ დამოუკიდებლობის დღეს, ამ სასახლის ბატონმა და ქვეყნის მმართველმა ივანიშვილმა, თუ როგორ მოღალატეობრივად გადასცა აზერბაიჯანს საქართველოს ისტორიული, კულტურული, რელიგიური სავანე, დავით გარეჯი. ის ამით შეუერთდა იმ მოღალატეებთა შავ სიას, რომლებსაც ჩვენი სამშობლო არა ერთხელ გაუყიდიათ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ორჯონიკიძე და ჩვენ, სიმბოლურად, ივანიშვილს მოვუტანეთ მისი სულიერი და გენეტიკური წინაპრის, ორჯონიკიძის პორტრეტი,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

 

დღის ამბები