26 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
ტრაგედია ესპანეთში - დასასვენებლად წასული ქართველი ოჯახის ერთ-ერთი მცირეწლოვანი შვილი, ზღვაში დაიხრჩო

ესპანეთში ტრაგედია დატრიალდა, სადაც რუსთავის საკრებულოს წევრი, დავით იშხნელი ოჯახთან ერთად ისვენებდა. მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვაში ბანაობდნენ, რა დროსაც ძლიერი ტალღები მოვარდა. მამამ წყლიდან ორი შვილის გამოყვანა შეძლო, მესამე კი, რომელიც გასაბერ ლეიბზე იწვა - ძლიერმა ტალღამ გაიტაცა. მაშველებმა 5 წლის გოგონას მომხდარიდან მალევე მიაგნეს. პატარას რეანიმირებას ექიმები თითქმის ერთი საათს განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მათთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.

დღის ამბები