04 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს. 

როგორც სამაშველო სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები