02 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა კახეთში - სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს მეზობელთან შელაპარაკება მოუვიდა.

ბექა ჭაბაშვილს მეზობელი უკან დაბრუნების დროს გზაში ფიზიკურად გაუსწორდა. მამაკაცს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ქვით აქვს მიყენებული.

დაშავებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

დღის ამბები