04 მაისი 2024,   08:38
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულს ბრალი არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ედება. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატი და გამომძიებლები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მიხეილ კალანდიას ინტერესების დამცველმა შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალში დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მიხეილ კალანდიას ძმა კი ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები