03 მაისი 2024,   00:57
ვრცლად
ზეზვა და მზია ახალ განზომილებაში - დმანისის მუზეუმში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

ზეზვა და მზია ახალ განზომილებაში - დმანისის მუზეუმში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში არტეფაქტების 3D მოდელები რეალურ გარემოშია ინტეგრირებული.

დმანისის მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ აპლიკაციის გამოყენებით, მათთვის საინტერესო ნიმუშის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსია იხილონ და ექსპონატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ციფრული გიდის გამოყენებით გაეცნონ.

პროექტი ეროვნული მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.

დღის ამბები