03 მაისი 2024,   19:28
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიის შორის არსებული საზღვრის პრობლემა მოგვარდება - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდ ბრიტანეთს შორის საზღვრის პრობლემა ამერიკასა და მექსიკის საზღვარზე არსებულ ვითარებას შეადარა. ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ კონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დუბლინსაც აქვს საზღვრის პრობლემები. “დარწმუნებული ვარ,  რომ თქვენს კედელთან და თქვენს საზღვართან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება” - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ირლანდიის მთავრობის მეთაურმა კი  ტრამპს უპასუხა, რომ დუბლინის მიზანი სწორედ საზღვრის და კედლის თავიდან აცილებაა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მომავალი საზღვრის საკითხი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისა და პარლამენტს შორის “ბრექსიტის”  მოლაპარაკებებში მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

დღის ამბები