04 მაისი 2024,   00:39
ვრცლად
სუდანში საპროტესტო აქციების დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

საპროტესტო აქციების მონაწილეებზე თავდასხმა სუდანში - აშშ სამხედროებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით, აქციის მონაწილეების კარვების დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიკოსების ინფორმაციით, მდინარე ნილოსიდან მიტინგში მონაწილეთა 40 ცხედარი ამოიყვანეს.

სუდანის სამხედრო საბჭოში განაცხადეს, რომ მომხდარის გამოძიება ჩატარდება და დამნაშავეები დაისჯებიან.

სუდანში სამხედრო გადატრიალება მაისში მოხდა, რომლის შედეგად ქვეყნის სათავეში სამხედროები მოვიდნენ.

დღის ამბები