04 მაისი 2024,   03:06
ვრცლად
საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ე.წ. ნორმანდიის ოპერაციის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება

საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ე.წ. ნორმანდიის ოპერაციის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.

ამჯერად ოფიციალური ცერემონიების ეპიცენტრი ნორმანდიაა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებმა 150 ათასი ჯარისკაცი გადასხეს. სიმბოლურად ბრიტანეთიდან ნორმანდიისკენ ამ ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავებმა იგივე მარშრუტი გაიარეს.

პორტსმუტის პორტიდან საფრანგეთის მიმართულებით გეზი აიღო ფლოტილიამაც. თავად ნორმანდიის სოფელში კი დესანტი გადასხეს, რომელთა შორის იმყოფებოდა ამერიკელი ვეტერანი, 97 წლის ტომ რაისი. ასაკის მიუხედავად ის ხმელეთზე პარაშუტით უპრობლემოდ დაეშვა.

დღის ამბები