04 მაისი 2024,   07:03
ვრცლად
ავსტრალიის გავლენიანი მედიის ორგანიზაციების ჟურნალისტებს დაპატიმრება ემუქრებათ

ავსტრალიის გავლენიანი მედიის ორგანიზაციების ჟურნალისტებს დაპატიმრება ემუქრებათ. გამოძიება მათ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

სამართალდამცველებმა სიდნეიში, ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის სათაო ოფისსა და გაზეთ "ნიუს კორპის" რედაქტორის სახლში რეიდები უკვე ჩაატარეს და დოკუმენტები ამოიღეს. საუბარია მედიით გავრცელებულ ე.წ. საიდუმლო მასალებზე, რომლებიც ავღანეთში ავსტრალიელი სპეცრაზმელების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს შეეხება.

მედია ორგანიზაციებში ჩატარებულ რეიდებს უფლებადამცველთა კრიტიკა მოჰყვა, მათ მომხდარი პრესის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასეს.


დღის ამბები