04 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
უბედური შემთხვევა შვეიცარიაში - საბაგიროს კაბელის გაწყვეტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

შვეიცარიაში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტი ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში საბაგიროს სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, საბაგიროს კაბელი გაწყდა, რის შედეგადაც  ერთი მუშა დაიღუპა, 6 ადამიანი კი დაშავდა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის დროს ადგილზე ტურისტები არ იმყოფებოდნენ. მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები