02 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
საქართველოს პრემიერი შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრემიერი შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება. მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. 

მამუკა ბახტაძემ მათ ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. ასევე საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობაზე.

აშშ-ის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელების შეფასებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს ახლო მომავალში.

დღის ამბები