26 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
ბოდბეში, ახლადგახსნილი წმ. ნინოს ტაძარი აკურთხეს

ბოდბეში, წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი იმყოფებოდა. ილია მეორემ ახლადაშენებულ ტაძარში წირვა აღავლინა. მანამდე კი ეკლესია მეუფე იაკობმა და სასულიერო პირებმა აკურთხეს.

მსახურებას დილიდან სხვადასხვა ეპარქიების 20 მღვდელმთავარი და სასულიერო პირები შეუერთდნენ.

ახლადგახსნილ ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ ქადაგება აღავლინა, რომელშიც წმინდა ნინოს ღვაწლსა და ტაძრის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

წირვას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები