26 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
ძალადობა უბნებთან და ზეწოლა ამომრჩეველზე - კრიმინალის დახმარებით მოგებული არჩევნები მთაწმინდაზე 

ძალადობა უბნებთან, ზეწოლა ამომრჩეველზე და პოლიციის დუმილი - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდაზე გამარჯვება სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით შესძლო.

ახალგაზრდა მამაკაცი შავი სათვალით, რომელმაც დეპუტატ ელენე ხოშტარიაზე ფიზიკურად იძალადა, გაგი მადოევია. ის პარლამენტის წევრს, მთაწმინდაზე, ჯამბულის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანთან დაესხა. "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, შუალედური არჩევნების მეორე ტურს არა ცესკო, არამედ კანონიერი ქურდები ატარებდნენ. პროცესს მთაწმინდაზე ნოდარ დობორჯგინიძე მეტსახელად „დობო“ და ფეხბურთელი, კახის კალაძის მეგობარი, გიორგი დემეტრაძე ხელმძღვანელობდნენ.

კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების გარდა, საარჩევნო უბნებთან საჯარო მოხელეების მობილიზება იყო. კვირა დღეს, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანები ხელისუფლებამ საარჩევნო უბნებზე მიიყვანა და ყველას დაავალა მეზობლების ნათესავების და ოჯახის წევრების მობილიზება, რათა მათ 41 შემოეხაზათ. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ძალიან საშიში წესებით იბრძვის, როდესაც არჩევნებს კრიმინალური სამყაროს დახმარებით იგებს.

კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებით არჩევნების ჩატარება დღეს მწვავე დებატების მიზეზი გახდა პარლამენტში. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის გამო, "ქართული ოცნება" ძირს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უთხრის. 

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებს რეაგირების გარეშე დატოვებს. 

დღის ამბები