04 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ნარჩენების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა თბილისში - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს 

ნარჩენების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა თბილისში - ეს იქნება საკითხი, რომლის განხილვაც დღეს თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ხმაურის გარეშე არ ჩაივლის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნაგვის ავტომობილები წყობიდან გამოსულია, ურნები კი დაძველებული. ამ ფონზე კი ისევ ღიად რჩება ლილოს ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც კომპანია „დაგმა“ ბიუჯეტიდან მილიონი ლარი მიიღო, მაგრამ სამუშაოები შესრულებული არ არის.

ნაგავსაყრელთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელზე, რომელმაც ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ეს პრობლემა ვერ გვარდება. რაც შეეხება უკვე ნაგვის ურნებს და ახალი ავტომობილების შემოყვანას ან შეკეთებას, რა თქმა უნდა დედაქალაქის მერი უნდა იყოს დაინტერესებული ამით და პასუხისმგებლობა არის მისი. უკაცრავად, მაგრამ, დედაქალაქის ყველა უბანში შეგიძლიათ ნახოთ დანგრეული ნაგვის ურნები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ავტომობილები, რომლებიც ზაფხულში ვიცით, რომ ფაქტობრივად გზა და გზა ყრიან ამ ნაგავს. ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა დედაქალაქში, რომელიც არის გადასაწყვეტი,“-აცხადებს ხაბეიშვილი.

დღის ამბები