26 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება მოლდოვის მაღალჩინოსნებს შორის - ახალი შს მინისტრი პოლიციის მოქმედ ხელმძღვანელს დაუპირისპირდა

მოლდოვის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის მოქმედ ხელმძღვანელს დაუპირისპირდა.

ინციდენტი საგამოძიებო უწყებასთან მოხდა. ახალი მთავრობის მიერ გათავისუფლებული პოლიციის უფროსი უწყებაში მივიდა და ის თანამშრომლები გაათავისუფლა, რომლებმაც ახალ მთავრობას დაუჭირეს მხარი.

მისივე ბრძანებით, პოლიციელების ოფისებში ჩატარდა, რის შემდეგაც შენობიდან ნიღბიანმა პოლიციელებმა დოკუმენტაციის გამოტანა დაიწყეს.

ვითარების გასარკვევად ადგილზე ახალი მინისტრი მივიდა და შენობაში შესვლა სცადა. თუმცა ანდრეის ნესტასეს ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი კამათი პოლიციის ყოფილ უფროსთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაღალჩინოსნები ნიღბიანმა პოლიციელებმა გააშველეს.

დღის ამბები